საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 ადამიანი გარდაიცვალა.
ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ჩატარებულია 257974 აცრა, ბოლო 24 საათში კი 2777.
NCDC-ის ცნობით, 29 ივნისის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 96 975 ადამიანი.
Our World in Data-ს მონაცემებით, 27 ივნისისთვის საქართველოში მოსახლეობის 2.4%-ია სრულად აცრილი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
- თბილისი 749
- აჭარა - 41
- იმერეთი - 122
- ქვემო ქართლი - 102
- შიდა ქართლი - 29
- გურია - 1
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44
- კახეთი - 71
- მცხეთა-მთიანეთი - 20
- სამცხე-ჯავახეთი - 8
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 709 კვლევა, მათ შორის 18 220 ანტიგენის ტესტით და 11 489 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.02 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.45%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 365 068-ს შეადგენს.