საქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 791 პირი, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 895 კვლევა, მათ შორის 11 090 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 805 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.70%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.85%.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
- თბილისი - 923
- აჭარა - 107
- იმერეთი - 90
- ქვემო ქართლი - 82
- შიდა ქართლი - 48
- გურია - 24
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104
- კახეთი - 44
- მცხეთა-მთიანეთი - 47
- სამცხე-ჯავახეთი - 6
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1