logo
ENG



კორონავირუსის 1 551 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი

28 აპრ 202110:46
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 551-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 878 ადამიანი, 17 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 487 კვლევა, აქედან 11 878 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 17 609 PCR-ით.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 1 706 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 41 801 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5,26%-ია, ბოლო 14 დღის - 4,39%, ბოლო 7 დღის - 4,63%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 918 შემთხვევა;
  • აჭარა - 121;
  • იმერეთი - 101;
  • ქვემო ქართლი - 82;
  • შიდა ქართლი - 69;
  • გურია - 32;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 130;
  • კახეთი - 48;
  • მცხეთა-მთიანეთი - 35;
  • სამცხე-ჯავახეთი -  12;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 14 482 აქტიური შემთხვევაა. 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  2 101, აჭარაში - 435, იმერეთში - 415. მძიმე პაციენტია 732 პირი, მათ შორის, თბილისში - 381, აჭარაში - 68, იმერეთში -94. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 156 პირი, მათგან თბილისში - 107, აჭარაში - 11, იმერეთში - 9. 707 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 373 - თბილისში, 306 - აჭარაში.  9 995 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 221 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 217, ხოლო აჭარაში - 3. თვითიზოლაციაში იმყოფება 29 888 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 133 პირი, აჭარაში - 2 634, იმერეთში - 1 720.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 307 401-ს შეადგენს. აქედან 288 816 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 077 გარდაიცვალა.

 

close დახურვა