logo
ENG



კორონავირუსის 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა

27 აპრ 202110:56
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 909 პირი, 17 კი გარდაიცვალა. 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 373 ტესტი, მათ შორის 13 217 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 156 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.19%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.48%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია: 

  • თბილისი - 1001
  • აჭარა - 128
  • იმერეთი - 89
  • ქვემო ქართლი - 56
  • შიდა ქართლი - 61
  • გურია - 39
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84
  • კახეთი - 63
  • მცხეთა-მთიანეთი - 41
  • სამცხე-ჯავახეთი -  8
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8

 

 


close დახურვა