logo
ENG



კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევიდან 774 თბილისში გამოვლინდა, 142 აჭარაში

20 დეკ 202011:01
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევიდან 774 თბილისში გამოვლინდა, 142 აჭარაში

საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევიდან თბილიში 774 გამოვლინდა, აჭარაში 142, იმერეთში - 255.

ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:

  • ქვემო ქართლი - 140;
  • შიდა ქართლი - 133;
  • გურია - 25;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122;
  • კახეთი - 80;
  • მცხეთა-მთიანეთი - 33;
  •  სამცხე-ჯავახეთი - 23; 
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა, 6 654 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 1 104 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 417 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

დღეს, 20 დეკემბერს ქვეყანაშ კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 39 ადამიანი გარდაიცვალა, 4 599 კი გამოჯანმრთელდა.

ამ მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში ვირუსის 208 638 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან  180 441 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 094 გარდაიცვალა.


close დახურვა