logo
ENG



კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში დაფიქსირდა

10 აგვ 202010:55
3 წუთის საკითხავი
 
rismllctdux90yw.jpg

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი, დღეს გამოვლენილი 25 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში იყო. ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა,  გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი, ხოლო ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს გადის 17 პაციენტი.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 38 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1250 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გამოჯანმრთელებულია 1010 პაციენტი, გარდაცვლილია - 17.


close დახურვა