საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 233 ადამიანი, 5 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 399 კვლევა, მათ შორის 17 012 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 9 387 PCR-ით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,02%-ია, ბოლო 14 დღის - 1,51%, ბოლო 7 დღის - 1,46%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 141 შემთხვევა;
- აჭარა - 12;
- იმერეთი - 46;
- ქვემო ქართლი - 13;
- შიდა ქართლი - 16;
- გურია - 11;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7;
- კახეთი - 15;
- მცხეთა-მთიანეთი - 4;
- სამცხე-ჯავახეთი - 1;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 3 078 აქტიური შემთხვევაა. 1 338 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 682, აჭარაში - 140, იმერეთში - 254. მძიმე პაციენტია 272 პირი, მათ შორის, თბილისში - 119, აჭარაში - 23, იმერეთში - 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში- 4, იმერეთში - 6. 136 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 104 - თბილისში, 30 - აჭარაში. 1 604 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 251 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 140, ხოლო აჭარაში - 14. თვითიზოლაციაში იმყოფება 5 499 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 548 პირი, აჭარაში - 492, იმერეთში - 647.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 274 989 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 268 237 პაციენტი განიკურნა, 3 648 კი გარდაიცვალა.