საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 25 730 კვლევა, აქედან 13 637 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 093 PCR-ით.
ბოლო 24 საათში გაკეთდა 14 784 აცრა. ჯამში ამ დროისთვის 806 681 ადამიანია აცრილი, მათგან 237 149 ორჯერადად.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10,4%-ია, ბოლო 14 დღის - 10,47% ხოლო 7 დღის - 11,09%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 958 შემთხვევა;
- აჭარა - 538;
- იმერეთი - 319;
- ქვემო ქართლი - 115;
- შიდა ქართლი - 80;
- გურია - 77;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161;
- კახეთი - 297;
- მცხეთა-მთიანეთი - 43;
- სამცხე-ჯავახეთი - 74;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 52 141 აქტიური შემთხვევაა. 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 176, აჭარაში - 931, იმერეთში - 1 007. მძიმე პაციენტია 1 421 პირი, მათ შორის, თბილისში - 608, აჭარაში - 143, იმერეთში - 327. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი, მათგან თბილისში - 198, აჭარაში - 18, იმერეთში - 20. 3 463 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 41 692 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 5. თვითიზოლაციაში იმყოფება 47 500 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 018, პირი, აჭარაში - 6 968, იმერეთში - 4 986.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 484 254 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 425 651 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 436 კი გარდაიცვალა.