logo
ENG



კორონავირუსის 307 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი

07 ივნ 202110:33
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 307 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 307-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 014 ადამიანი, 24 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 117 კვლევა, აქედან 5 477 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 5 640 PCR-ით.

7 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 173 345 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,76%-ია, ბოლო 14 დღის - 2,88%, ბოლო 7 დღის - 2,98%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი: 174 შემთხვევა;
  • აჭარა - 31;
  • იმერეთი - 21;
  • ქვემო ქართლი - 20;
  • შიდა ქართლი - 3;
  • გურია - 3;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28;
  • კახეთი - 14;
  • მცხეთა-მთიანეთი - 7;
  • სამცხე-ჯავახეთი - 4;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 9 926 აქტიური შემთხვევაა. 3 428 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 929, აჭარაში - 328, იმერეთში - 419. მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში - 357, აჭარაში - 89, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 202 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 10, იმერეთში - 11. 627 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 - თბილისში, 220- აჭარაში. 5 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 212, პირი, აჭარაში - 2 210, იმერეთში - 1 201.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 349 405-ს შეადგენს. აქედან 334 519 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 934 გარდაიცვალა.


close დახურვა