logo
ENG



კორონავირუსის 311 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი

14 ივნ 202110:44
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 311-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 936 ადამიანი, 12 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 442 კვლევა, აქედან 5 216 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 5 226 PCR-ით.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 728 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 20 7470 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,98%-ია, ბოლო 14 დღის - 2,61%, ბოლო 7 დღის - 2,3%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 192 შემთხვევა;
  • აჭარა - 34;
  • იმერეთი - 13;
  • ქვემო ქართლი - 26;
  • შიდა ქართლი - 6;
  • გურია - 0;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23;
  • კახეთი - 12;
  • მცხეთა-მთიანეთი - 2;
  • სამცხე-ჯავახეთი - 3;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8 862 აქტიური შემთხვევაა. 3 175 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 798, აჭარაში - 278, იმერეთში - 398. მძიმე პაციენტია 692 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 73, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 194 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 10, იმერეთში - 13. 596 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 331 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

​საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 11 890 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 104, პირი, აჭარაში - 1 490, იმერეთში - 1 022.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 354 276-ს შეადგენს. აქედან 340 328 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 060 გარდაიცვალა.

 

close დახურვა