საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 388-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 357 ადამიანი, 17 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 598 კვლევა, აქედან 5 095 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 4 503 PCR-ით.
24 მაისის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 113 000 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4,04%-ია, ბოლო 14 დღის - 3,99%, ბოლო 7 დღის - 4,19%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 208 შემთხვევა;
- აჭარა - 50;
- იმერეთი - 24;
- ქვემო ქართლი - 19;
- შიდა ქართლი - 12;
- გურია - 4;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 33;
- კახეთი - 25;
- მცხეთა-მთიანეთი - 4;
- სამცხე-ჯავახეთი - 6;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 13 340 აქტიური შემთხვევაა. 4 161 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 268, აჭარაში - 461, იმერეთში - 537. მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში - 414, აჭარაში - 110, იმერეთში -161. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 12, იმერეთში - 16. 667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 - თბილისში, 270- აჭარაში. 8 512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 57, ხოლო აჭარაში - 33. თვითიზოლაციაში იმყოფება 25 404 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 343 პირი, აჭარაში - 1 786, იმერეთში - 1 586.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 337 961-ს შეადგენს. აქედან 319 956 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 639 გარდაიცვალა.