საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 443-ით გაიზარდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 461 ადამიანი, 6 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 051 კვლევა, აქედან 11 825 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 7 226 PCR-ით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,33%-ია, ბოლო 14 დღის - 2,36%, ბოლო 7 დღის - 2,36%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 269 438-ს შეადგენს. აქედან 263 257 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 463 გარდაიცვალა.