ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 59 ადამიანი.
ჩატარდა 46 389 ტესტი.
დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღეში 10.86%-ია, 7 დღეში - 10.98%;
19 აგვისტოს აიცრა 23 986 ადამიანი.
20 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 907 665 აცრა. სრულად აცრილია 266 962 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 860 შემთხვევა, აჭარა - 677, იმერეთი - 573, ქვემო ქართლი - 277, შიდა ქართლი - 304 გურია - 120, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 297, კახეთი - 386, მცხეთა-მთიანეთი - 113, სამცხე-ჯავახეთი - 98, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38.
ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებულია 58 995 ადამიანი, საიდანაც: 7 238 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 188, აჭარაში - 951, იმერეთში - 1 045.
მძიმე პაციენტია 1 477 პირი, მათ შორის, თბილისში - 617, აჭარაში - 145, იმერეთში - 334.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 335 ადამიანი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 26, იმერეთში - 20. 3 458 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 649 - თბილისში, 1 333 - აჭარაში.
48 299 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 77 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 72, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 19 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 25 070 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 933 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 332, პირი, აჭარაში - 8 203, იმერეთში - 5 126.