logo
ENG



კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 ადამიანი გარდაიცვალა

04 აგვ 202110:33
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას NCDC ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში 45 229 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 26469, PCR ტესტით - 18760.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 9,36%, ბოლო 14 დღის - 7,65%, ბოლო 7 დღის - 8,35%. 

4 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 542 639 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 171 908 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 233 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი 1 924 
  • აჭარა - 591
  • იმერეთი - 518
  • ქვემო ქართლი - 200
  • შიდა ქართლი - 185
  • გურია - 107
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 222
  • კახეთი - 270
  • მცხეთა-მთიანეთი -92
  • სამცხე-ჯავახეთი - 97
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  432 903-ს.


close დახურვა