logo
ENG



კორონავირუსის 521 შემთხვევა გამოვლინდა, 18 ადამიანი გარდაიცვალა

26 აპრ 202110:48
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 521 შემთხვევა გამოვლინდა. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 058 პირი, 18 ადამიანი კი გარდაიცვალა. 

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 226 კვლევა, მათ შორის 3 463 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 763 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.51%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევიდან დედაქალაქსა და რეგიონებში განაწილება ასეთია: 

  • თბილისი 285
  • აჭარა - 68
  • იმერეთი - 36
  • ქვემო ქართლი - 10
  • შიდა ქართლი - 10
  • გურია - 6
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 49
  • კახეთი - 39
  • მცხეთა-მთიანეთი - 16
  • სამცხე-ჯავახეთი -  2
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0

 

 


close დახურვა