logo
ENG



კორონავირუსის 522 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი

13 ივნ 202111:25
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 522 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 522-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 074 ადამიანი, 14 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 922 კვლევა, აქედან 11 016 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 10 906 PCR-ით.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 4 425 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 206 742 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,38%-ია, ბოლო 14 დღის - 2,61%, ბოლო 7 დღის - 2,29%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 276 შემთხვევა;
  • აჭარა - 45;
  • იმერეთი - 44;
  • ქვემო ქართლი - 34;
  • შიდა ქართლი - 25;
  • გურია - 4;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36;
  • კახეთი - 32;
  • მცხეთა-მთიანეთი - 16;
  • სამცხე-ჯავახეთი - 10;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 9 499 აქტიური შემთხვევაა. 3 155 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 771, აჭარაში - 284, იმერეთში - 403. მძიმე პაციენტია 688 პირი, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 78, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 13, იმერეთში - 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 345 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 734 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 13 198 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 377, პირი, აჭარაში - 1 621, იმერეთში - 1 054.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 353 965-ს შეადგენს. აქედან 339 392 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 048 გარდაიცვალა.

 

close დახურვა