საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 549-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 439 ადამიანი, 24 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 535 კვლევა, აქედან 5 665 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 3 870 PCR-ით.
დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 1 089 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 62 447 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5,76%-ია, ბოლო 14 დღის - 6,03%, ბოლო 7 დღის - 6,48%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 300 შემთხვევა;
- აჭარა - 77;
- იმერეთი - 43;
- ქვემო ქართლი - 22;
- შიდა ქართლი - 9;
- გურია - 9;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45;
- კახეთი - 16;
- მცხეთა-მთიანეთი - 11;
- სამცხე-ჯავახეთი - 7;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 15 709 აქტიური შემთხვევაა. 4 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 562, აჭარაში - 490, იმერეთში - 494. მძიმე პაციენტია 924 პირი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 87, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 9, იმერეთში - 16. 784 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 - თბილისში, 352 - აჭარაში. 10 444 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 7. თვითიზოლაციაში იმყოფება 30 655 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 23 162 პირი, აჭარაში - 1 816, იმერეთში - 1 256.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 322 468-ს შეადგენს. აქედან 302 428 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 305 გარდაიცვალა.