საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 პაციენტი გარდაიცვალა.
24 საათში 12 503 ტესტი ჩატარდა.
19 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.14% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.91%
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურდა 595 926 შემთხვევა, ვირუსს ჯამში 8 575 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 102, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 795 საიდანაც:
5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 107, აჭარაში - 578, იმერეთში - 1 064.
მძიმე პაციენტია 1 253 პირი, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 144, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 20, იმერეთში - 30.
1 036 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 547 - თბილისში, 305 - აჭარაში.
17 314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.