საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 657 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17კი გარდაიცვალა.
Stopcov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 28593 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი - 15354, PCR ტესტი კი - 13239.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.50%.
დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
- თბილისი 376
- აჭარა - 36
- იმერეთი - 72
- ქვემო ქართლი - 39
- შიდა ქართლი - 41
- გურია - 6
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26
- კახეთი - 36
- მცხეთა-მთიანეთი - 28
- სამცხე-ჯავახეთი - 11
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 357 591, აქედან 343 734 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 131 კი გარდაიცვალა.