საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 16 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 797 პირი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37842 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23931, PCR ტესტით - 13911.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 1,84%, ბოლო 14 დღის - 2,67%, ბოლო 7 დღის - 2,44%.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
- თბილისი 389
- აჭარა - 47
- იმერეთი - 55
- ქვემო ქართლი - 64
- შიდა ქართლი - 26
- გურია - 7
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46
- კახეთი - 32
- მცხეთა-მთიანეთი - 9
- სამცხე-ჯავახეთი - 18
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 352 649-ს. აქედან 337 820 გამოჯანმრთელდა, 5 012 კი გარდაიცვალა.