საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.
ცნობილია ისიც, რომ ახალი შემთხვევიდან ორი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია.
საერთო ჯამში, ამ ეტაპზე 843 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 697 გამოჯანმრთელდა. მათ შორის გარდაცვლილია 13, ხოლო კარანტინის რეჟიმში 3027 მოქალაქე იმყოფება.