logo
ENG



კორონავირუსის 733 შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი გარდაიცვალა

23 მაი 202110:45
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 733 შემთხვევა  გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1530 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 972 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 547 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 425 PCR ტესტით.

გამოვლენილი ინფიცირების 733 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისში - 425
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70
  • აჭარა - 62
  • იმერეთი - 54
  • ქვემო ქართლი - 35
  • კახეთი - 27
  • შიდა ქართლი - 18
  • მცხეთა-მთიანეთი - 17
  • სამცხე-ჯავახეთი - 13
  • გურია - 8
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს -  22 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.04%, ხოლო 7 დღის მანძილზე 4.21%.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულია   337 573 შემთხვევა.  ვირუსით გარდაიცვალა 622   ადამიანი, ხოლო 318 599 გამოჯანმრთელდა.


close დახურვა