საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 761-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 537 ადამიანი, 9 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 201 კვლევა, აქედან 20 281ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 13 920 PCR-ით.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 1 363 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 14 207 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,23%-ია, ბოლო 14 დღის - 2,03%, ბოლო 7 დღის - 2,5%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
თბილისი - 434 შემთხვევა;
აჭარა - 67;
იმერეთი - 59;
ქვემო ქართლი - 20;
შიდა ქართლი - 24;
გურია - 33;
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77;
კახეთი - 19;
მცხეთა-მთიანეთი - 23;
სამცხე-ჯავახეთი - 2;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 286 406 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 276 084, გარდაიცვალა 3 849 პაციენტი.