logo
ENG



კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 ადამიანი გარდაიცვალა

04 ივნ 202110:37
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 ადამიანი კი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 959 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 026 კვლევა , მათ შორის 15 527 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 499 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.59 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.90%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 779 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი 401
  • აჭარა - 69
  • იმერეთი - 66
  • ქვემო ქართლი - 46
  • შიდა ქართლი - 24
  • გურია - 15
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 69
  • კახეთი - 37
  • მცხეთა-მთიანეთი - 20
  • სამცხე-ჯავახეთი - 24
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 180, საიდანაც: 3 516 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 943, აჭარაში - 350, იმერეთში - 435.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  347 762-ს.


close დახურვა