logo
ENG



კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 46 პაციენტი, ჩატარდა 4 811 ტესტი

21 დეკ 202010:55
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 46 პაციენტი, ჩატარდა 4 811 ტესტი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 824-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ვირუსისგან განიკურნა 4 227 ადამიანი, 46 კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში Covid-19-ზე 4 811 კვლევა ჩატარდა, მათ შორის  2 480 ანტიგენის სწრაფი ტესტით, 2 331 კი PCR-ით

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ტესტების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მაგალითად, 19 დეკემბრის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 18 824 ტესტი იყო ჩატარებული, 18 დეკემბერს - 16 870, 17 დეკემბერს - 17 029.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 333 შემთხვევა;
  • აჭარა - 84;
  • იმერეთი - 111;
  • ქვემო ქართლი - 67;
  • შიდა ქართლი - 78;
  • გურია - 23;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41;
  • კახეთი - 35;
  • მცხეთა-მთიანეთი - 35;
  • სამცხე-ჯავახეთი - 17;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 22 628 აქტიური შემთხვევაა. 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   2 903, აჭარაში - 747, იმერეთში - 1 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში - 526, აჭარაში - 133, იმერეთში - 236. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 40, იმერეთში - 63. 1 824 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 - თბილისში, 800- აჭარაში, 123 - იმერეთში. 14 177 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 489 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 221, აჭარაში - 141, ხოლო იმერეთში - 7. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 292 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 992 პირი, აჭარაში - 5 187, იმერეთში - 6 088.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 209 462​-ს შეადგენს. აქედან 184 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 140 გარდაიცვალა.


close დახურვა