საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 988-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 595 ადამიანი, 21 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 752 კვლევა, აქედან 5 904 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 7 848 PCR-ით.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 6 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 45 344 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7,18%-ია, ბოლო 14 დღის - 4,99%, ბოლო 7 დღის - 5,47%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 511 შემთხვევა;
- აჭარა - 114;
- იმერეთი - 84;
- ქვემო ქართლი - 31;
- შიდა ქართლი - 33;
- გურია - 19;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 94;
- კახეთი - 45;
- მცხეთა-მთიანეთი - 45;
- სამცხე-ჯავახეთი - 8;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 15 216 აქტიური შემთხვევაა: 4 040 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 246, აჭარაში - 460, იმერეთში - 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 771 პირი, მათ შორის, თბილისში - 379, აჭარაში - 84, იმერეთში -100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 137 პირი, მათგან თბილისში - 91, აჭარაში - 12, იმერეთში - 8. 800 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 459 - თბილისში, 314 - აჭარაში. 10 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 77, ხოლო აჭარაში - 14. თვითიზოლაციაში იმყოფება 34 185 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 812 პირი, აჭარაში - 2 735, იმერეთში - 1 256.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 312 445-ს შეადგენს. აქედან 293 052 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 151 გარდაიცვალა.