კორონავირუსის გავრცელების გამო მუსიკოსებმა სამუშაო გრაფიკი შეცვალეს. ავსტრალიაში საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა გადაიფიქრა მაილი საირუსმა, კანადასა და შეერთებულ შტატებში კონცერტები გააუქმა გრანჟ როკ-ჯგუფმა „პეარლ-ჯემა“. ბოლო ორ კონცერტს პარიზში აღარც მადონა ჩაატარებს.
გადაწყვეტილება პოპ-ვარსკვლავმა მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთის ხელისუფლებამ, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ათასზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში შეკრება აკრძალა. მადონას შოუები დღეს და ხვალ იყო დაგეგმილი. კონცერტებზე დასწრებას კი 3 ათასამდე ადამიანი გეგმავდა, რაც ახალ რეგულაციებს ეწინააღმდეგება.