logo
ENG



კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საქართველოს ყველა სასაზღვრო პუნქტი შემოწმდება

28 იან 202009:48
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას მოგზაურთა სკრინინგის პროცესში ჩართული პასუხისმგებელი პირებიც ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა პრევენციული ღონისძიებების პროტოკოლის დახვეწასა და გაფართოებაზე. საკოორდინაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ჩინეთში არსებული ეპიდემიის გავრცელების პრევენციისთვის, საქართველოს ყველა სასაზღვრო პუნქტი შემოწმდება. 

"შევხვდით ყველა უწყების წარმომადგენელს, რომელიც ჩართულია ამ პროცესში.დაიგეგმა სკრინინგი ყველა პუნქტში - ეს არის სახმელეთო და საჰაერო პუნქტებიც მათ შორის", - განაცხადა ოკუპირებულ ტერიტოროებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

რაც შეეხება რეკომენდაციებ, საქართველო მას ჯანდაცვი მსოფლიო ორგანიზაციიდან იღებს. 

"საქართველო ისევ არიას დაბალი რისკის ქვეყნების სიაში. შესაბამისად საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ვართ მუდმივ კომუნიკაციაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომელიც პერიოდულად ანახლებს გაცემულ რეკომენდაციებს", - ამბობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე. 


close დახურვა