logo
ENG



კორონავირუსის გამო, ბათუმის მუნიციპალურ სასადილოებში ბენეფიციარების მიღება დროებით შეწყდა

30 სექ 202012:28
3 წუთის საკითხავი
clock 360
yxcpvkxqw2lfvai.jpg

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალურ სასადილოებში ბენეფიციარების მიღება დროებით შეწყდა.

მერიის განცხადებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებასა და მუნიციპალური სასადილოს რამდენიმე თანამშრომლის კოვიდ-19-ით ინფიცირებას უკავშირდება. 

"ვირუსის გავრცელების მაღალი რისკიდან გამომდინარე, 27 სექტემბრიდან 1-ლი ნოემბრის ჩათვლით, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე #6 სასადილოს გარდა, ყველა მუნიციპალური სასადილოს მუშაობა შეჩერებულია. აღნიშნული სასადილო განაგრძობს მუშაობას დროებითი ღამის თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის სადილის მომზადებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის სადილის ბინაზე მიტანის მიზნით.
საკვები პროდუქტების 1 თვის მარაგის გაცემა საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმის მერიაში ასევე აცხადებენ, რომ სასურსათო პროდუქტების მარაგი გაიცა მუნიციპალურ საბავშვო ბაღებშიც.

საქართველოში დღეს, 30 სექტემბერს ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარას უკავშირდება. NCDC-ს ცნობით, გუშინ, 29 სექტემბერს, ქვეყანაში 8 352 PCR ტესტი ჩატარდა.

ქვეყანაში დღემდე COVID-19 6 192 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 3 120 განიკურნა, ხოლო 38 გარდაიცვალა. 

 


close დახურვა