logo
ENG



კორონავირუსის გამო, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გადაიდო

17 მარ 202008:37
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გამო  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა, მორიგი რაუნდის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.  ამის შესახებ ეუთოს ვებ-გვერდზე სპეციალური განცხადებაც გამოქვეყნდა.

„თანათავმჯდომარეები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის,  რომ შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტი და ჩართულობა მოლაპარაკებების მონაწილეებთან  ყველა არსებული საშუალების გამოყენებით. რათა მოხდეს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული  საკითხების,  ასევე ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა პრობლემების ადეკვატურად გადაჭრა", -წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე  რაუნდი 31 მარტს და პირველ აპრილს უნდა ჩატარებულიყო. გადადებული რაუნდის გამართვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 


close დახურვა