რუდი გობერთან დაკავშირებულმა ამბავმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას არნახული ზარალი და შეზღუდვები მოუტანა. „იუტას" ცენტრს დღეს „ოკლაჰომასთან" მატჩამდე კორონავირუსი დაუდგინეს, რის გამოც, შეხვედრა აღარ ჩატარდა.
ლიგის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ რეგულარულ სეზონს გაურკვეველი ვადით წყვეტს. ამასთან, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთ გუნდს კარანტინის გავლა მოუწევს. ყველა, ვისაც დაინფიცირებულ კალათბურთელთან ოდნავი შეხება მაინც ჰქონდა, მინიმუმ 2 კვირას მეთვალყურეობის ქვეშ გაატარებს.
კარანტინის გავლა „კლივლენდს", „ნიუ იორკს", „ბოსტონს", „დეტროიტსა" და „ტორონტოს" მოუწევთ.