სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური საველე კარავი ააწყვეს.
სოფელში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდება თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 553 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 66 კი გარდაიცვალა.