კორონავირუსის საფრთხის გამო, სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ვიზიტებს აუქმებს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები", - ნათქვმია განცხადებაში.