logo
ENG



კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა

16 მარ 202011:43
3 წუთის საკითხავი
 

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა.

პარიზში, არჩევნების პირველ ტურში ქალაქის მოქმედი მერი - ან იდალგო ლიდერობს. სოციალისტური პარტიის წევრი წინასწარი გამოკითხვების მიხედვით ხმების 30 პროცენტს აგროვებს და  რესპუბლიკელების კანდიდატს 8 პროცენტით უსწრებს.

არჩევნების მეორე ტურში მათ გარდა მონაწილეობას პარტია „წინ, რესპუბლიკას“ და „მწვანეების“ წარმომადგენლებიც მიიღებენ. 

აღსანიშნავია, რომ არჩევნები უპრეცედენტოდ დაბალი დასწრების ფონზე ჩატარდა. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 44 პროცენტი მივიდა.


close დახურვა