ჰუბეის პროვინციაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ბოლო მონაცემებით 1 357-ს გადააჭარბა.
დაფიქსირდა ეპიდემიით ერთ დღეში დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 242 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის დიაგნოზი დამატებით 14 840 ადამიანს დაუსვეს, რითაც დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 60 ათასს მიაღწია.
ვუჰანიდან იაპონიაში ჩარტერული რეისით დაბრუნებული იაპონელების პირველი ნაკადი კარანტინიდან თითქმის 13 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. ისინი უკვე საკუთარ ოჯახებში არიან. კორონავირუსის გამო ჩაიშალა მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი, რომელიც ბარსელონაში ყოველწლიურად იმართება და დიდი პოპულარობით სარგებლობს.