logo
ENG



კორონავირუსისგან მსოფლიოს მასშტაბით 45 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა

03 მარ 202008:51
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორნავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით გამოწვეული პნევმონიით  ვაშინგტონის შტატში 4 ადამიანი გარდაიცვალა. დონალდ ტრამპმა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგნელებს  ვაქცინის შექმნის დაჩქარება სთხოვა. იტალიაში კი დაღუპულთა რაოდენობა ერთ დღეში 34–დან 52–მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა. ახალი ტიპის კორონავირუსით მესამე ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადეს საფრანგეთშიც. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  ყველაზე მეტად შემაშფოთებელია ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბოლო  24 საათის განმავლობაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით დაინფიცირების  9-ჯერ უფრო მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე ჩინეთის ტერიტორიაზე. ამ დროისთვის მსოფლიოს 70  ქვეყანაში „კოვიდ 19"-ით 90 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. მსოფლიო მასშტაბით ვირუსით მსხვერპლთა რიცხვი 3 000-ს გადასცდა.  ახალი ვირუსისგან მთელ მსოფლიოში 45 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა. 


close დახურვა