შეშფოთების მთავარი საკითხი აშშ-ში გახლდათ ის, რომ საქართველო სამი ათწლეულის განმავლობაში გახლდათ დემოკრატიულ გზაზე მოძრავო პროევროპული სახელმწიფო. მაგრამ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აღმოჩნდა, რომ საქართველო მოძრაობს სრულიად საპირისპირო მიმართულებით. ხელისუფლება მტრული გახდა დასავლეთის მიმართ, ეძახის რა მას გლობალურ ომის პარტიას.
მთავრობა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა დასავლელ ელჩებს საქართველოში. ბოლოს კი, რამაც ყველაზე დიდი შეშფოთება გამოიწვია, ეს არის რუსული კანონის მიღება. დასავლეთში კი დიდ შეშფოთებას იწვევს, რომ საქართველომ შესაძლოა, უცხოელი აგენტების კანონის მეშვეობით, რუსული მიმართულებით იმოძრაოს - შეზღუდოს მოქალაქეების უფლებები. ასევე უნდა მოგახსენოთ, რომ არსებობს შეშფოთება და შოკი დასავლეთში იმ ბრუტალური და ძალადობრივი მეთოდების მიმართ, რომელსაც იყენებდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ოჯახების დაშინებისთვის. ეს არ ჰგავს იმ საქართველოს რომელსაც დიდი ხანია ვიცნობდით.