logo
ENG



კორძაია საგამოძიებო კომისიაზე: გაერთიანებული ოპოზიცია ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მიიღებს

09 თებ 202112:00
3 წუთის საკითხავი
 
კორძაია საგამოძიებო კომისიაზე: გაერთიანებული ოპოზიცია ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მიიღებს

ძალა ერთობაშიას ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია ეხმაურება სოზარ სუბარის განაცხადს საარჩევნო საკითხებზე საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე და აცხადებს, რომ "გაერთიანებული ოპოზიცია ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მიღებს".

დღეს, 9 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თამარ კორძაიამ განმარტა, რომ მათ გაერთიანებაში შემავალი ოპოზიციური პარტიები ქართულ ოცნებას არ დაეხმარებაიან "დემოკრატიის ფასადის შექმნაში". 

"თუ რაიმე აინტერესებს ქართულ ოცნებას, ცესკოს მიერ უკვე გადაკეთებული გადაწყვეტილებები საჯაროდაც დევს და შეუძლით იქედან შეისწავლონ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა ნახევარი აუცილებლად უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. ვინ ეყოლებათ ოპოზიციიდან? პარტია მოქალაქეების წარმომადგენელი, რომელმაც ძალიან მსუბუქად მიიღო ხელისუფლების თავდასხმა, არათუ ოპოზიციურ პარტიებზე, არამედ, არასამთავრობო სექტორზე, რომელმაც საბოლოოდ დაამტკიცა, რომ მისი შედეგები 8%-ის მეტობაზე სრულიად არგუმენტირებული და დასაბუთებული იყო. 

თუ ასეთი ოპოზიციური ძალებით ფიქრობენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ჩვენთვის ეს მაინც იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება ცდილობს, თითქოს შეისწავლოს საკითხები, თითქოს ობიექტური სახით ელაპარაკოს მის მიერ მოტყუებულ ამომრჩეველს", - ამბობს თამარ კორძაია. 

გუშინ, 9 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ინიციატივით გამოვიდა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ის საჩივარი გამოითხოვოს, რომელზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა არ განიხილეს.

ამასთან დაკავშირებით სუბარმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა:

"ხშირად ამბობენ, რომ არ მიიღეს სასამართლოებმა ძალიან ბევრი საჩივარი და კომისიებშიც არ მოხდა განხილვა.

ყველა ამ საჩივრის გამოთხოვა შეიძლება და საზოგადოებას ვეტყვით პასუხს, რაზეც ჩვენ ვამბობდით, რომ საჩივარი დაწერილი იყო ან არაუფლებამოსილი პირის მიერ ან ერთი და იგივე საჩივარი იყო შეტანილი ხუთი სხვადასხვა პირის მიერ, რათა რაოდენობა გაზრდილიყო - ეს მართლა ასეა თუ რეალურად საფუძველი ჰქონდა ამ საჩივრებს და არ იქნა მიღებული სასამართლოების მიერ. იმ არგუმენტების წარდგენა საზოგადოებისთვის, თუ სად არის სიმართლე, ძალიან მარტივად შეიძლება და ესეც უნდა გააკეთოს კომისიამ", - განაცხადა სუბარმა.

საგამოძიებო კომისიის შექმნა უმრავლესობამ მას შემდეგ დააანონსა, რაც ოპოზიციამ, არჩევნების გაყალბების მიზეზით, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. 

 


close დახურვა