კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, გამარჯვებას ქვეყნის ყოფილი პრემიერის, რამუშ ჰარადინაის პარტიას უწინასწარმეტყველებენ.
ვადამდელი არჩევნები კოსოვოში სწორედ მას შემდეგ დაინიშნა, რაც ჰარადინაი თანამდებობიდან გადადგა.
მიზეზი ჰააგის ტრიბუნალის მიერ მისი ეჭვნიტამილის სტატუსით დაბარება გახდა.
კოსოვოში ათასზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი. პროცესს საერთაშორისო ორგანიზაციების ასობით დამკვირვებელი აკონტროლებს.