logo
ENG



კოტე ზარნაძესთან დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატს თავს ჯგუფურად დაესხნენ

22 სექ 202320:02
3 წუთის საკითხავი
 

გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი ბრუნდებოდა. ამას წინ დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მააჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ. 

"რაც მოხდა ყველამ ნახეთ, მთელმა საქართველომ ნახა რაც მოხდა. ეს კონკრეტული პიროვნება ზარნაძე არის დაახლოებული ამ ზონდერ ჯგუფებთან, ქართული ოცნების აქტივისტებთან, მხარდამჭერებთან. სახელი და გვარები შემიძლია დავადასტურო, ამოვიცნო. 

მოულოდნელად დაგვესხა თავს 20 პიროვნება, მეტი, ალბათ, მანქანებით შემოვარდნენ. დალეწეს. 112-ის კამერებიც აყენია აქ. იმედია, ამოიღებენ, ძირს დაგვაგდეს, თავში მაქვს ნარტყამი. დავალება იყო, რომ განსაკუთრებით მე მომქცეონდნე ასე. მეძახნდნენ, ხომ წამოგვაგეო პროვოკაციაზეო და რას გულისხმობდნენ, არ ვიცი. ყვიროდნენ, ზარნაძის გვარსაც ყვიროდნენ", - ამბობს ზარნაძე.  

ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის. მისივე თქმით, თბილისში არაა და შეუძლია ეძგვერაძესთან "მივიდეს და ნახოს". 

"არ ვიცი... რა დავალება, ცხოვრებაში ეგეთი დავალება არ გამიცია, რა დამიშავა. ... საკრებულოს სხდომაზე ათასი რაღაცა ხდება, მაგრამ ასეთი რაღაცა ვის გაუგია... პიროვნულად მასთან ვის რა პრობლემა აქვს, მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ გაუგონარი ამბავია. ქალაქიდან გასული ვარ, წავკისში ვარ, შემიძლია მივიდე და ვნახო. რას ამბობთ, რა ცემა. ცხოვრებაში არ მიჩხუბია", - ამბობს ის. 

დღეს საკრებულოში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კოტე ზარნაძემ ენმ-ის დეპუტატებს უთხრა, რომ ისინი საზოგადოებაში შუღლს აღვივებენ, რათა სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს მაგალითად კი სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები მოიყვანა. 

ზარნაძის თქმით, გუშინ "გარკვეული პოლიტიკური ძალის აქტივისტებმა" მას სალანძღავი სიტყვებით მიმართეს, რასაც გლდანის მაჟორიტარის მუქარისშემცველი განცხადება მოჰყვა. 

"ჩემს მანქანაში ჩემი მეგობარი მჯდარიყო იქ, რომელიც საერთოდ არ არის ჩახედული პოლიტიკურ ცხოვრებაში, გადახტებოდა და დაამტვრევდა კბილებს და ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება და ამისკენ მიდიხართ. ცეცხლს ეთამაშებით, არავინ აპირებს არაფრის დათმობას და ცოტა ჭკუას მოუხმონ თქვენმა ცინგლიანმა ბავშვებმა", - თქვა მან სხდომაზე. 

 

 


close დახურვა