ამერიკული კვლევითი ცენტრის, The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ საქართველო იმ ტრიოს ლიდერი იყო ვისი კანდიდატობის სტატუსიც საბჭომ გუშინ განიხილა.
კოფი საქართველოს შესახებ ამბობს, რომ სირცხვილია რაც ახლა ხდება.
„საქართველო ამ ჯგუფის ლიდერი იყო. სირცხვილია, რაც ხდება“ - წერს ლუკ კოფი ტვიტერზე.
Georgia used to lead this group. It’s a shame what has been happening. https://t.co/SfSUXVd9yu
ევროპულმა საბჭომ გუშინ, 23 ივნისს უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი.
დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.