logo
ENG



კრამატორსკში ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის 3 ბავშვია

28 ივნ 202308:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/28/e7c0debjffj9enm.jpg

27 ივნისს ოკუპანტები უკრაინაში, დონეცკის ქალაქ კრამატორსკში საკვებ ობიექტს რაკეტებით დაესხნენ თავს. შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია.

თავდასხმის შედეგად 56 ადამიანი დაშავდა, მათგან 3 უცხოელია. 

ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

"28 ივნისის 07:00 საათის მონაცემებით, 8 დაღუპულის ცხედარი (მათ შორის 3 ბავშვის, 2008 და 2011 წელს დაბადებულების) ამოვიყვანეთ განადგურებული კაფის ნანგრევებიდან. 56 ადამიანი დაშავდა (მათგან 1, 2022 წელს დაბადებული ბავშვი). 3 ადამიანი გადავარჩინეთ" - წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, მაშველები აგრძელებენ ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდას და ადამიანების ძებნას.


close დახურვა