logo
ENG



კრამერი კანონპროექტზე: ოცნება ცდილობს, შეავიწროოს საზოგადოება ისე, როგორც პუტინმა რუსეთში

20 თებ 202323:10
3 წუთის საკითხავი
 
კრამერი კანონპროექტზე: ოცნება ცდილობს, შეავიწროოს საზოგადოება ისე, როგორც პუტინმა რუსეთში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დევიდ კრამერის განცხადებით, ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების კანონპროექტი "უცხოურ აგენტებზე" ძალიან ჰგავს იმ კანონს, რომელიც რუსეთში მიიღეს.

როგორც კრამერმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში აღნიშნა, ქართული ოცნება ამ კანონპროექტით ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის შევიწროებას.

"სამწუხაროდ, ძალიან წააგავს იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო რუსულმა დუმამ და პრეზიდენტმა პუტინმა მოაწერა ხელი, როგორც მე მესახება, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მხარს არ უჭერს კანონმდებლობას და ეს არის სწორი პოზიცია. ეს არის წინასწარ განზრახული ძალისხმევა ქართული ოცნების და მისი მოკავშირეების მხრიდან საქართველოს პარლამენტში, რომ შემცირდეს სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის ორგანიზაციებისთვის და სამწუხაროდ, ჩანს, რომ ეს კანონმდებლობა იქნება მიღებული. ეს არის მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან, შეავიწროოს სამოქალაქო საზოგადოება ისე, როგორც პუტინმა გააკეთა რუსეთში. ეს გულს მტკენს, როდესაც ვხედავ, რომ საქართველო მიჰყვება პუტინის კვალს ამ მიმართულებით. ეს არის ბოლო მითითება და ჩვენება იმისა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება დარტყმას ახორციელებს ჟურნალისტებზე, ოპოზიციონერებზე და სხვა პირებზე"- თქვა კრამერმა.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების, ხალხის ძალის მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა.

ბიუროს სხდომის პარალელურად, პარლამენტში დღეს მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფალი მედიის არსებობა ქვეყანაში კანონით აიკრძალება.

სავარაუდოდ, ეს საკითხი მიმდინარე კვირაში სესიაზე განხილვისთვის არ გავა. საპარლამენტო უმრავლესობა საბოლოო პოზიციის უახლოეს 2 კვირაში დაფიქსირებას აპირებს.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას


close დახურვა