სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი აცხადებს, რომ ვიზის აკრძალვა დისკრეციული უფლებაა და შეერთებულ შტატებს არ გააჩნია პასუხისმგებლობა, წარმოადგინოს მტკიცებულებები მოსამართლეების კორუფციაში ჩართულობასთან დაკავშირებით.
როგორც კრამერმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში თქვა, სანქციებზე მტკიცებულებების მოთხოვნა "უაზროა".
"გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ვიზის აკრძალვას, დისკრეციულია, რაც ნიშნავს რომ, იმ ადამიანს, ვინც ვიზაზე უარს მიიღებს, მას არ გააჩნია მტკიცებულების უფლება. ეს ჩრება სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენ არ ვაკეთებთ აქტივების კონფისკაციას. ეს პოზიცია შეიძლება, სასამართლომ გადასინჯოს. მტკიცებულების მოთხოვნა უაზროა, ჩვენ არ გაგვაჩნია პასუხისმგებლობა უზრუნველვყოთ მტკიცებულება. ჩვენ გვაქვს უფლება ვიზაზე ვუთხრათ უარი ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი ქვეყნიდან. იმედს ვიტოვებ, საქართველოს ოფიციალური პირები გაიგებენ, რატომ გადავდგით ეს ნაბიჯი"- განაცხადა კრამერმა. [სინქრონული თარგმანი]
5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
მას შემდეგ, რაც აშშ-მა მოსამართლეებს სანქციები დაუწესა, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, "თუ აშშ მოსამართლეების სანქცირების შესახებ მტკიცებულებებს არ წარმოადგენს, მათი მოლოდინია, რომ სანქციები გაუქმდება".