logo
ENG



კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრზე რაკეტის ჩამოგდების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

27 ივნ 202220:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/27/nw908wyvokvv88j.png

ოკუპანტების მიერ ქალაქ კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრზე რაკეტის ჩამოგდების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 9 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - ექიმები მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

მეხანძრეებმა რაკეტის ჩამოგდების შედეგად გაჩენილი ხანძარი უკვე ჩააქრეს.

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრს რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

 


close დახურვა