logo
ENG



კრემენჩუკზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა

25 სექ 202311:11
3 წუთის საკითხავი
clock 515
2023/09/25/gmirvtqvzdl0f22.jpg

კრემენჩუკზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"სტაციონარში 19 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 1 ბავშვი. საერთო ჯამში, 6 ბავშვი დაშავდა. დაშავებულებს შორისაა ერთი ორსული ქალიც", - თქვა პოლტავას რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსულმა ძალებმა პოლტავას ოლქში, ქალაქ კრემენჩუკზე სარაკეტო თავდასხმა 22 სექტემბერს განახორციელეს, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა