კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ აზოვსტალთან დაკავშირებით პრეზიდენტ პუტინს ახალი ბრძანებები არ გაუცია. მისივე თქმით, ბოლო განკარგულება შტურმის გაუქმებისა და ინდუსტრიული ზონის ჩაკეტვის შესახებ კვლავ მოქმედებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
"თქვენ მოწმეები ხართ: საჯაროდ პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა გასცა ბრძანება შტურმის შეკავებასთან დაკავშირებით. სხვა რაიმე განკარგულება მთავარსარდალს არ გაუცია", - თქვა მან.
უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც უკრაინელი მებრძოლები და სამოქალაქო პირები არიან გამაგრებულნი, შტურმი მთელი ღამის განმავლობაშ გრძელდებოდა.