უკრაინული მედიის ცნობით, კრივი რიჰის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.
"დღეს ჩვენს ქალაქში გლოვის დღეა გუშინდელი ტერორისტული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთათვის. სამწუხაროდ, მსხვერპლი 12-მდე გაიზარდა. გუშინ, 67 წლის კაცი დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა", - განაცხადა კრივი რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ.
რუსულმა ძალებმა კრივი რიჰი გუშინ დაბომბეს, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაშავდა. ამასთან, დაზიანებულია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, კერძო სახლები, საწარმო და მანქანები.
დნიპროს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც 700 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.