logo
ENG



კრივი რიჰის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

13 ივნ 202312:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/13/g46mat3cfxomtas.jpg

უკრაინული მედიის ცნობით, კრივი რიჰის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. ამასთან, დაშავებულია 25 ადამიანი.

უკრაინის ცნობით, მნიშვნელოვნად დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, კერძო სახლები, საწარმო და მანქანები.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მსხვერპლთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა დგინდება.

რუსულმა ძალებმა კრივი რიჰი დღეს დილით დაბომბეს. როგორც დნიპროს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც 700 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.


close დახურვა