logo
ENG



კრიზისულ ვითარებაში ყველას თავისი როლი და პასუხისმგებლობა აქვს - ოპოზიციის შეფასებები

18 მარ 202009:09
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია კარანტინის წესის დარღვევისთვის სანქციების დაწესებას ნაწილობრივ დადებითად აფასებს. ხელისუფლების ოპონენეტები ორივე მხარეს - მთავრობასა და მოსახლეობას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ. 

"ასეთ კრიზისულ ვითარებაში ყველას თავისი როლი და პასუხისმგებლობა აქვს, მათ შორის მოქალაქესაც და მთავრობასაც. კარგი იქნება, თუ მთავრობა პირველ რიგში საკუთარ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და გააკეთებს მაქსიმალურს და ამ მძიმე მდგომაროებაში მიიღებს ზომებს, რაც შეამსუბუქებს იმ ეკონომიკურ კრიზისს, რაც ვითარებამ გამოიწვია. რაც შეეხება კარანტინსა და ჯარიმებს, ეს მოსახლეობის პასუხისმგებლობის ნაწილია",-აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე კი მიიჩნევს, რომ სანქციებს მნიშვნელობა მხოლოდ ვითარების მეტად დამძიმების შემთხვევაში აქვს. სხვა შემთხვევაში კი მთავარი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა.

"თუ ვაპირებთ ან აპირებს მთავრობა, რომ ქვეყანა უფრო მეტად კარანტინის ზონაზე გადაიყვანოს, ასეთ შემთხევაში მსგავს გამკაცრებას უფრო მეტად ექნება აზრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მგონია რომ ჯარიმის ოდენობა არასდროს არააოდენობა დანაშაულსი არ ჩადენისა. აქ უფრო მნიშვნელოვანი მაინც სოციალური პასუხისმგებლობაა და მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფეი სტრუქტურების მიერ თავისი უფლებების ჯეროვნად შესრულება",-განმარტა კობერიძემ. 

შეგახსენებთ, რომ კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მოამზადა, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. 


close დახურვა